ჩოგბურთი

16:30 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა ინდურ ტურნირს გამოეთიშა

ინდოეთის ქალაქ ნავი მუმბაიში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირს გამოეთიშა საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა.

მე-2 ნომრად განთესილი ქართველი ჩოგბურთელი პირველ რაუნდში სერბ ნინა სტოიანოვიჩს დაუპირისპირდა და კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულთან 0:6, 6:7 (8:10) დამარცხდა.

წყვილთა შეჯიბრში მე-2 რეიტინგის მქონე შაფათავამ და რუსმა მარგარიტა ლაზარევამ უკრაინელ ბოგოლისთან და რუს ლეიკინასთან 2:6, 6:7 (4:7) წააგეს.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის წყვილთა პირველობაზე ეკატერინე გორგოძემ და სლოვენიელმა ნასტია კოლარმა მე-4 ნომრად განთესილი ბელარუსულ-რუსული დუეტი (მაროზავა-მელნიკოვა) 3:6, 6:1, 10:6 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გააღწიეს.

ბრძოლას გამოეთიშნენ სოფო ქვაცაბაია და თურქი ესენ კოკჩე, რომლებმაც თურქ ერაიდინთან და უზბეკ შარიპოვასთან 1:6, 1:6 წააგეს.

თურქეთშივე, ოღონდ ანტალიის 10-ათასიანი ტურნირის საწყის მატჩში მე-8 რეიტინგის მქონე რუმინელ დრაგოშ დიმას გაეჯიბრება გიორგი ცივაძე.

წყვილებში ცივაძის და უკრაინელი გლებ ალეკსეენკოს დუეტი მე-2 ნომრად განთესილ იტალიურ-რუსულ ტანდემს (კრეპალდი-ვაკსი) ვერ გაუმკლავდა – 7:6 (7:4), 1:6, 4:10.

0.128426