ფეხბურთი

15:22 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ემილიო ბუტრაგენიო: “წლის ტიტულით დასრულება საუცხოო იქნება”

მადრიდის “რეალის” საერთაშორისო ურთიერთობების სპორტულმა დირექტორმა ემილიო ბუტრაგენიომ, გამოცემა Marca-სთან საუბარში უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრა შეაფასა და ასევე, განაცხადა, რომ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მოგების იმედი აქვს.

გასული სეზონის მსგავსად, “რეალს” 1/8-ფინალში გელზენკირხენის “შალკე” შეხვდა, რომელიც მაშინ სტუმრად 6:1 დაამარცხა, ხოლო სახლში 3:1 მოუგო.

- ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის კენჭისყრას როგორ შეაფასებთ?

- მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. გასულ სეზონში შემდეგ ეტაპზე გასვლის საკითხი პირველ თამაშში გადავწყვიტეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წლეულს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

- მომავალ მეტოქეზე რას იტყვით?

- “შალკე” ძალიან კონკურენტუნარიანი გუნდია საუცხოო გულშემატკივრებით, რომლებიც გუნდს მხარს 90 წუთის განმავლობაში უჭერენ. ამის მიუხედავად, უნდა ვთქვათ, რომ შესაძლოა “რეალს” უფრო მრისხანე მეტოქე შეხვედროდა. გერმანიაში კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ, რათა მადრიდში უსაფუძვლო ნერვიულობა თავიდან ავიცილოთ.

- მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე რა შედეგს გეგმავთ?

- “კრუს ასულთან” ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და იმედია, შაბათს ფინალში ვითამაშებთ. კალენდარული წლის ტიტულით დასრულება საუცხოო იქნება.

0.123335