ფეხბურთი

11:11 | 16.12.2014 | ნანახია 1452 - ჯერ

"ატლეტიკო" ტორესს მხოლოდ უფასოდ დაიბრუნებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსიდან" "მილანში" ორი წლით განათხოვრებული ცენტრალური თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი შესაძლოა მშობლიური კლუბის მადრიდის "ატლეტიკოს" რიგებს შეუერთდეს.

ესპანელები მზად არიან ფეხბურთელი დაიბრუნონ, ოღონდ თავდამსხმელში ფულის გადახდა არ უნდათ. ბრიტანული მედია იუწყება, რომ კლუბს 404 მილიონი გირვანქა ვალი აქვს და ფორმაში არმყოფ ფეხბურთელში ინვესტიციის ჩადება არ სურთ.

რამდენიმე დღის წინ ჟოზე მოურინიომ ტორესს დასცინა და აღნიშნა, რომ ფეხბურთელს შეუძლია "მილანის" ორწლიანი იჯარისგან განთავისუფლდეს.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა თავდამსხმელმა "როსონერის" რიგებში 10 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ტორესი მოედანზე საშუალოდ 59 წუთს ატარებს. იტალიაში ესპანელი ჯერჯერობით ვერ ხარობს და შესაძლოა მან კარიერა კვლავ მშობლიურ კლუბში გააგრძელოს.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:46 | 14.04.2013
ბუffონიშე (807)

სიენამ კარგი 3

12:46 | 14.04.2013
ბუffონიშე (807)

ქულა ჩაიჯიბა

11:47 | 14.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

აკვილანი თავდასხაში ათამაშა

11:45 | 14.04.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

მაგარი სიმპო გუნდია ფიორე

10:28 | 14.04.2013
West Ham United (4)

პესკარა განწირულია.გავარდება!

08:05 | 14.04.2013
man-ika (4159)

მილანი უნდა ამოაგდოს? მაგრამ ამ სასტავებით ვერცერთი იტლიური გუნდი შედეგს ვერ დადებს ყველაზე კარგი გუნდი იუვეა და იმასაც ბაიერნმა დედა უხმარააააააა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063209
1452