ჭადრაკი

1:38 | 16.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

უკრაინელებიც დაამარცხეს!

უნგრეთში მიმდინარე ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე საქართველოს 16-წლამდე მოჭადრაკეთა ნაკრებმა ასპარეზობის ერთ-ერთი ფავორიტი – მე-4 ნომრად განთესილი უკრაინის ძლიერი გუნდი 2.5:1.5 დაამარცხა.

შედეგად, ქართველმა მოჭადრაკეებმა 3 მოგება და 1 ფრე მოაგროვეს და 7 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს.

უკრაინელებთან პარტიები მოიგეს გიორგი სიბაშვილმა და ნიკა ღვამბერიამ (მეოთხე პარტია ზედიზედ!), ყაიმით დაასრულა შეხვედრა ნოე თუთისანმა, ნინო ხომერიკი კი დამარცხდა.

ასპარეზობას 8-8 ქულით რუსეთის და ინდოეთის უძლიერესი გუნდები ლიდერობენ. მომდევნო ტურში ცენტრალური სწორედ მათი შეხვედრა იქნება, ხოლო საქართველოს ნაკრები გერმანელ თანატოლებს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის გუნდს სატურნირო რეიტინგ-სიაში მე-2 საფეხური უკავია, ქართველები კი მე-16 ნომრად არიან განთესილები.

საქართველოს ნაკრების წევრთა ინდივიდუალური შედეგები: სიბაშვილი – 1.5 (3), თუთისანი – 3 (4), ხომერიკი – 1.5 (4), ღვამბერია – 4 (4), ცომაია – 0 (0).

0.129518