ფეხბურთი

19:12 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩისკო “ხიმნასტიკ ტარაგონაში” ითამაშებს

თბილისის “დინამოს” ექსფორვარდი ესპანელი ჩისკო კარიერას სამშობლოში სეგუნდა B დივიზიონის (მეორე ლიგა) კლუბ “ხიმნასტიკ ტარაგონაში” გააგრძელებს. ტარაგონელთა ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 34 წლის ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2016 წლის ივნისამდე გააფორმა.

11 დეკემბერს ჩისკომ “დინამოში” ბოლო შეხვედრა საქართველოს სუპერთასზე საჩხერის “ჩიხურასთან” ჩაატარა და თბილისელებმა მისი გოლით მოიგეს (1:0). მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ პროფესიონალურ კარიერას ასრულებდა და სამშობლოში დაბრუნებულს შესაძლოა სამოყვარულო დონეზე ეთამაშა.

ბოლოს ჩისკო ესპანეთში “ლევანტეში” თამაშობდა, საიდანაც თბილისის “დინამოს” მიაშურა.

თეგებიჩისკო
0.115002