მიუნხენის “ბაიერნის” ჰოლანდიელმა შემტევმა ნახევარმცველმა არიენ რობენმა ბუნდესლიგის ოფიციალურ ვებსაიტთან საუბრისას განაცხადა, რომ ის თავს მსოფლიოში საუკეთესოდ არ თვლის.
“მე ვარ მსოფლიოში საუკეთესო? არა, არ ვთვლი, რომ ეს სწორია, რადგან ვფიქრობ მსოფლიოში ორი საუკეთესო ფეხბურთელია და ესენი კრისტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი გახლავთ”, – განაცხადა რობენმა.
არიენ რობენს მიმდინარე ბუნდესლიგაში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 8 გატანილი გოლია.