ქალთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა ინდოეთში რჩება და ლაკნოუს 15-ათასიანი ტურნირის კვალად, ნავი მუმბაიში 25-ათასიან შეჯიბრზე მე-2 განთესვით ითამაშებს.
სოფოს პირველი მეტოქე კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – სერბი ნინა სტოიანოვიჩი იქნება. კვალიფიკაციაში ძალები ოქსანა კალაშნიკოვამაც სცადა და მასპინძელ ამრიტა მუკჰერჯის 6:1, 6:3 მოუგო, თუმცა, შემდეგ, მე-2 რეიტინგის ქართველი ონდოელვე ნატაშა პალიასთან 4:6, 4:5 მარცხდებოდა, როდესაც თამაში ვეღარ გააგრელა.
წყვილებში შაფათავა და რუსი მარგარიტა ლაზარევა მე-2 ნომრად არიან განთესილნი და უკრაინელ ბოგოლის და რუს ლეიკინას ეთამაშებიან.
თურქეთში, ანკარას 50-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდნენ ეკატერინე გორგოძე და სოფო ქვაცაბაია, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს. მე-5 ნომრად განთესილმა გორგოძემ რუს ანასტასია რუდაკოვასთან 6:4, 3:6, 1:6 წააგო, ხოლო ქვაცაბაია ფავორიტად მიჩნეულ ლატვიელ იელენა ოსტაპენკოს ვერ გაუმკლავდა – 3:6, 0:6.
წყვილთა ტურნირში გორგოძე და სლოვენიელი ნასტია კოლარი მე-4 რეიტინგის მქონე ბელარუსულ-რუსულ დუეტს (მაროზავა-მელნიკოვა) ეთამაშებიან, ქვაცაბაია და თურქი კოკჩე კი თურქ ერაიდინს და უზბეკ შარიპოვას გაეჯიბრებიან.
თურქეთშივე, ოღონდ ანტალიის 10-ათასიან ტურნირში იასპარეზებს გიორგი ცივაძე, ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი კი დოჰაში რჩება და მიჯრით მე-2 10-ათასიანი პირველობის მოგებას ეცდება.
ბასილაშვილი კვლავ პირველ ნომრადაა განთესილი და პირველ რაუნდში იტალიელ ჯორჯიო პორტალურის ეთამაშება.
დასასრულ, განახლებულ რეიტინგებსაც გავეცნოთ.
ქალთა კლასიფიკაცია: 248 (248). სოფო შაფათავა – 187 ქულა; 328 (330). ეკატერინე გორგოძე – 110; 440 (443). სოფო ქვაცაბაია – 68; 471 (439). ოქსანა კალაშნიკოვა – 59; 698 (704). მარიამ ბოლქვაძე – 24; 887 (737). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1123 (1129). თამარ კუტუბიძე – 5; 1213 (1213). თამარ ჭალაგანიძე – 3;
ვაჟთა კლასიფიკაცია: 191 (192). ნიკოლოზ ბასილაშვილი – 261 ქულა; 540 (540). ალექსანდრე მეტრეველი – 59; 863 (861). გიორგი ცივაძე – 18; 1118 (1118). გიორგი ჯავახიშვილი – 8; 1418 (1417). ალექსანდრე ბაკში – 3; 1720 (1715). ირაკლი მეტრეველი – 1;
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ტიპს ფეხს ატეხავდნენ და ამას მიცეს დიკსვალიფიკაცუაააააააააა
არადა მატიჩითაც გაიპობოდნენ ფინალში 1 მარტს : ))
მაგარი ჩამოსხმა ხალხი ზის ასოციაციაში.თურმე რახან მსაჯმა არ მისცა ყვითელი არ უნდ დაისაჯოს ამიტომ. და ფეხი რო მოეტახა მაინც არაფეერი???
შეუმცირდა და 2 მატჩს გამოტოვებს
რაც შეეხება ფას ამაზრზენია უკვე მაგათი საქციელი
ინგლისის ასოციაცია მოგიდღანთ დედის მუდლები.
მარტო მატიჩი დაისაჯა. რაც მაგ თამაში ატკინსონმა შევდომები დაუშვა ეგეც უნდა მიეყოლებინათ. ბარნის კიდევ წითელი ეკუთვნოდა ლამის ფეხი გადაუმტვრია მატიჩს.