"რომას" თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ, რომელიც "მგლებს" 1998 წლიდან კაპიტნობს, გუშინ "ჯენოას" წინააღმდეგ სტუმრად მოგებულ მატჩში (1:0) კაპიტნის სამკლაური სეიდუ კეიტას არ გამოართვა. ტოტი 77-ე წუთზე ლიაიჩის ნაცვლად შედიოდა მოედანზე, როდესაც კეიტამ მას სამკლაური დაუბრუნა, თუმცა იტალიელმა იგი უარით გაისტუმრა.







