“ლივერპულის” 30 წლის მცველმა გლენ ჯონსონმა, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ კვირას გამართული მატჩის 26-ე წუთზე ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის მაგივრად მოედანზე კოლო ტურე შევიდა.
თუ რამდენხანს დაისვენებს ჯონსონი, ჯერჯერობით უცნობია.
აღნიშნული შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედის” გამარჯვებით (3:0) დამთავრდა.