ფეხბურთი

11:53 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერ სიტი” ბონის აკვირდება

“მანჩესტერ სიტი” 26 წლის კოდიუარელ თავდამსხმელს ვილფრიდ ბონის აკვირდება და მის შეძენას ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას Goal.com -ი ავრცელებს.

მანჩესტერელებს თავდასხმაში სერიოზული პრობლემები აქვთ, რადგან მათ ლაზარეთს აგუეროსთან ერთად იოვეტიჩი და ჯეკო შეემატნენ.

ვილფრიდ ბონი ამჟამად “სუონსის” ღირსებას იცავს, მას მიმდინარე პრემიერლიგაში ჩატარებულ 16 შეხვედრაში 8 გოლი აქვს გატანილი.
ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი ევროა.

0.114514