ფეხბურთი

11:40 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კურტუა ბელგიის წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

ბელგიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "ჩელსის" მეკარე ტიბო კურტუა ბელგიის 2014 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. 22 წლის გოლკიპერი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელიც ბელგიაში საუკეთესოდ სცნეს.

კურტუამ წლის პირველი ნახევარი მადრიდის "ატლეტიკოში" გაატარა და ესპანეთის პრიმერადივიზიონის გამარჯვებულიც გახდა. 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა და 2014/15 წლების სეზონის დაწყებამდე "არისტოკრატებმა" განათხოვრებული ფეხბურთელი უკან დაიბრუნეს. ტიბო ამჟამად ლონდონური გუნდის პირველი მეკარეა.

ტიბო კურტუამ სანაკრებო დონეზეც დიდი გამოცდილება მიიღო. ახალგაზრდა მეკარემ წელს ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე იასპარეზა.

ბელგიის საუკეთესო სპორტსმენთა სიაში მეხუთე ადგილზე გავიდა კურტუას თანაგუნდელი ედენ აზარი, ხოლო მერვეზე - კევინ დე ბრუინი.

0.123869