ფეხბურთი

2:49 | 15.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” თანაქალაქელს ჩამორჩა

ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურის მესამე სათამაშო დღე მოულოდნელი შედეგებით გამოირჩა. მადრიდის “ატლეტიკომ” შინ “ვილიარეალი” მიიღო და მეორე სეზონის განმალობაში პირველი შეხვედრა დათმო “ვისენტე კალდერონზე”.

პირველ ტაიმში მომენტების შექმნა ორივე გუნდს უჭირდა. მასპინძელთაგან მეტნაკლებად სახიფათო მომენტი ტიაგოს ჰქონდა, ხოლო სტუმართაგან ჩერიშევს, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა კარგად ითამაშეს.

მეორე ნახევარი კლუბებმა აქტიურად დაიწყეს და ლუსიანო ვიეტოს მალევე შეექმნა კარგი მომენტი, მაგრამ მიზანმა ოდნავ უმტყუნა. ცოტა ხანში მარიო მანძუკიჩს ჰქონდა მშვენიერი ეპიზოდი, თუმცა ასენხიომ იყოჩაღა და ახლო მანძილიდან არ გაატანინა ხორვატს, რომელმაც გოლის გატანა მაინც მოახერხა, მაგრამ შეხვედრის მთავარმა მსაჯმა, პედრო პერეს მონტერომ საკამათო ვითარებაში ჯარიმა დააფიქსირა და გოლი გააუქმა. კიდევ ერთი შანსი შეექმნა ვიეტოს, რომელსაც ამჯერად მიგელ ანხელ მოიამ აჯობა. მიზანთან ახლოს იყო დიეგო გოდინი, მაგრამ კარს ააცილა. სწორედ ურუგვაელი მცველი გახდა შეხვედრის ანტიგმირი, რომელსაც 84-ე წუთზე ლუსიანო ვიეტო ბავშვივით გაუსწორდა და თავის გუნდს ხმაურიანი გამარჯვება მოუპოვა – 0:1. “ატლეტიკომ” შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა და “ბარსელონას” ვერ დაეწია. კლუბი 32 ქულით მე-3 ადგილზეა და 3 ქულით “ბარსას”, ხოლო 7-ით “რეალს” ჩამორჩება. “ვილიარეალი” 27 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

გაუთვალისწინებელი ქულები დაკარგა “სევილიამაც”, რომელიც შინ “ეიბარს” ხვდებოდა. გაისკა გარიტანოს შეგირდებმა ანდალუსიელებს მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და საბოლოო ჯამში დამსახურებული ქულაც მოიპოვეს. ტერიტორიულ უპირატესობას “სევილია” ფლობდა, მაგრამ თავისი შანსები ბასკებსაც ჰქონდათ. საბოლოოდ შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. “სევილია” 30 ქულით მე-4 ადგილზეა, ხოლო “ეიბარს” 10 ქულით ნაკლებს აქვს და მე-9 პოზიციას იკავებს.

ასევე ფრედ დასრულდა ბასკური დერბიც. “სოსიედადი” კარლოს ველას გოლით იგებდა, თუმცა 61-ე წუთზე სუსაეტას დიდებული გადაცემა ოსკარ დე მარკოსმა გამოიყენა და თავის გუნდს ქულა გადაურჩინა – 1:1.

“ესპანიოლმა” ცუდ დღეში მყოფი “გრანადა” მიიღო და სტუანის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა – 2:1.

ესპანიოლი – გრანადა 2:1 (1:0)


ბარსელონა, “კორნელია ელ პრატი”

ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია, ფუენტესი (ვ.ალვარესი 53), ალვარო, კოლოტო, არბილია, ვ.სანჩესი, კანიასი, სევილია (მონტანესი 74), ლუკასი, ს.გარსია, სტუანი.
მწვრთნელი: სერხიო გონსალესი

გრანადა (4-4-2): რ.ფერნანდესი, მურილიო, ბაბინი, ხ.კარლოსი, ნიომი, იტურა (იუსტე 75), ფ.რიკო, ხ.მარკესი (რიკი 56), პიტი, კორდობა (მაინცი 84), ელ არაბი.
მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი

გოლები: 1:0 კაისედო (34), 1:1 ელ არაბი (61), 2:1 სტუანი (90).
გაფრთხილებები: კანიასი, ვ.სანჩესი – ხ.კარლოსი, მურილიო, იუსტე, პიტი, მაინცი
მსაჯი: ხაიმე ლატრე
ბურთის ფლობა: 43%-57%, დარტყმა: 12(4)-7(6), ჯარიმა: 13-19, კუთხური: 2-3, თამაშგარე: 2-3, სეივი: 5-2

სევილია – ეიბარი 0:0

სევილია, “სანჩეს პისხუანი”

სევილია (4-2-3-1): ბეტო, არიბასი, პარეხა, ვიდალი, ფიგეირაში, მ’ბია, კრიშოვიაკი, ბანეგა (ბაკა 58), ვიტოლო (დეულოფეუ 79), რეიესი, გამეირო (დ.სუარესი 70).
მწვრთნელი: უნაი ემერი

ეიბარი (4-2-3-1): ირურეტა, ალბენტოსა, რ.ნავასი, კასტელიანო, ბოვედო, დ.გარსია, ბოატენგი (ერასტი 63), აბრაჰამი (ლარა 79), არუაბარენა (ლეკიჩი 82), კაპა, პიოვაკარი.
მწვრთნელი: გაისკა გარიტანო

გაფრთხილებები: არიბასი, კრიშოვიაკი, დ.სუარესი – კასტელიანო, აბრაჰამი, ალბენტოსა, დ.გარსია, ლარა, პიოვაკარი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი
ბურთის ფლობა: 66%-34%, დარტყმა: 16(2)-6(2), ჯარიმა: 11-17, კუთხური: 11-2, თამაშგარე: 3-1, სეივი: 2-2

ატლეტიკო – ვილიარეალი 0:1 (0:0)


მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-2-3-1): მოია, გოდინი, მირანდა, სიკეირა, ხუანფრანი, გაბი (ჩერჩი70), ტიაგო, რ.გარსია (გრიზმანი 63), თურანი (მ.სუარესი 76), კოკე, მანძუკიჩი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვილიარეალი (4-4-2): ასენხიო, პაულისტა, რუისი, გასპარი, კოსტა, ტრიგეირასი (პინა 63), ბრუნო, ჯონათან დოს სანტოსი, ჩერიშევი, უჩე (მ.გომესი 66), ვიეტო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გაფრთხილებები: თურანი, მანძუკიჩი, ხუანფრანი – უჩე, ჯონათან დოს სანტოსი, ტრიგეირასი
მსაჯი: პედრო პერეს მონტერო
ბურთის ფლობა: 56%-44%, დარტყმა: 11(2)-7(4), ჯარიმა: 15-16, კუთხური: 7-2, თამაშგარე: 1-0, სეივი: 3-2

სოსიედადი – ბილბაო 1:1 (1:0)

სან-სებასტიანი, “ანოეტა”

სოსიედადი (4-2-3-1): ზუბიკარაი, ი.მარტინესი, ანსოტეგი, კ.მარტინესი, დე ლა ბელა, ბერგარა, გრანერო (ზურუტუზა 64), პრიეტო, კასტრო (კანალესი 64), ველა, ფინბოგასონი.
მწვრთნელი: დევიდ მოიესი

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, სან ხოსე, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, მ.რიკო, იტურასპე, უ.ლოპესი (ვიგუერა 60), მუნიაინი (იბაი 78), სუსაეტა (გურპეგი 81), ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლები: 1:0 ველა (3), 1:1 დე მარკოსი (61).
გაფრთხილებები: სან ხოსე, ლაპორტე, იტურასპე, იბაი
გაძევება: ლაპორტე 80.
მსაჯი: ფერნანდეს ბორბალანი
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 14(4)-12(5), ჯარიმა: 12-21, კუთხური: 3-6, თამაშგარე: 5-2, სეივი: 4-3

ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.

თეგებილა ლიგა
0.144146