იტალიის რანგით მე-3 ლიგაში გიგა ჯანელიძის “როზეტომ” “ომენასთან” 85:76 იმარჯვა და ბოლო ადგილს თავი დააღწია.
ქართველმა ფორვარდმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 27:37 წუთში 8 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა. გიგამ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.
როზეტოელებმა 4 მოგებით და 8 მარცხით მე-13 პოზციაზე გადაინაცვლეს, შემდეგ შეხვედრას კი 21 დეკემბერს, სტუმრად, “ლატინა ბასკეტთან” ჩაატარებენ.