ფეხბურთი

0:07 | 15.12.2014 | ნანახია NaN - ჯერ

მგლების უიღბლო ნადირობა

"ლვერკუზენი"-"გლადბახი" მშვენიერი საყურებელი გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ და კისლინგის პასით, ჩალჰანოღლუმ ლამაზი გოლი გაიტანა. როჯერ შმიდტის გაწვრთნილებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა ტაიმის ბოლო წუთებზე აქეთ გაუშვეს: სტანდარტული სიტუაცია, თორგან აზარი აწვდის, მასპინძლების დაცვა ირევა და მცველი ბრაუერსი ახლოდან ზუსტად ურტყამს – 1:1.

ედენ აზარის ძმა ვახსენეთ და ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. ისე, მსაჯს მის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის ემირ სპაჰიჩი შეეძლო გაეგდო. ეს ეპიზოდი პირველივე ტაიმში იყო. სპაჰიჩი კარიერის განმავლობაში იმდენჯერაა გაძევებული, ეტყობა, მსაჯმა მისგან ჩვეულებრივ მომენტად მიიჩნია უხეშობა.

"გლადბახმა" მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩაატარა და წაგებას ნამდვილად არ იმსახურებდა. გუნდები მესამე-მეოთხე ადგილებზ განთავსდნენ.

"ვოლფსბურგმა" შინ ვერ მოუგო დებიუტანტ "პადერბორნს". ბევრს ეცადნენ "მგლები", მაგრამ მეკარე ლუკას კრუზეს ვერ აჯობეს. პადერბორნელთა კარის დარაჯმა არაერთხელ გადაარჩინა თავისიანები, ივან პერიშიჩს კი სულაც პენალტი აუღო. მასპინძლებმა ვერ გაიტანეს თერთმეტმეტრიანი? სამაგიროდ, სტუმრებმა იხეირეს და გაათანაბრეს – ეს მეჰამ მოახერხა.

"ვოლფსბურგი" მეორე ადგილზე დარჩა, მაგრამ 9 ქულით ჩამორჩა "ბაიერნს". ისე, არა გვგონია, "მგლებს" ჩემპიონობის ილუზია ჰქონდეთ.

ლევერკუზენი-გლადბახი 1:1 (1:1)

ლევერკუზენი: ლენო, იედვაი, სპაჰიჩი, ტოპრაკი, ვენდელი, ბელარაბი, ლარს ბენდერი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 71), კასტრო, კისლინგი, სონი (როლფესი 57)

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

გლადბახი: სომერი, ბრაუერსი, დომინგესი, იანჩკე, კორბი, ჰანი, ტორგან აზარი (რაფაელი 89), ჰერმანი (ტრაორე 79), კრამერი, ჯაკა, მაქს კრუზე (ჰრგოტა 90)

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

გოლები: 1:0 ჩალჰანოღლუ (18), 1:1 ბრაუერსი (41)

გაფრთხილება: ვენდელი (27), კისლინგი (49), დომინგესი (51), იედვაი (63), ლარს ბენდერი (90)

მსაჯი: გაგელმანი

ბურთის ფლობა: 54-46; კარში დარტყმა: 22(10)-7(7); კუთხური: 5-6; თამაშგარე: 2-1; სეივი: 6-9; ჯარიმა: 20-13

ვოლფსბურგი-პადერბორნი 1:1 (1:0)

მაინცი: ბენალიო, იუნგი (ჰუნტი 70), კნოჩე, ნალდო, შეფერი, არნოლდი, დე ბრუინი, ლუის გუსტავო, ვიერინია, პერიშიჩი (კალიჯური 70), დოსტი (ბენდტნერი 85)

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

პადერბორნი: ლუკას კრუზე, ჰანემაიერი, რაფა, შტროდიკი, ბაკალორცი, ბრიუკნერი (კუჩკე 46), მეჰა, რუპი, შტოპელკამპი (ციგლერი 72), ვემერი, კაჩუნგა (დუკში 84)

მწვრთნელი: ანდრე ბრაიტენრაიტერი

გოლები: 1:0 რაფა (17, საკ. კარში), 1:1 მეჰა (51 პენ)

30-ე წუთზე პერიშიჩმა (ვოლფსბურგი) ვერ გაიტანა პენალტი (მეკარე)

გაფრთხილება: პერიშიჩი (20), ჰანემაიერი (24), შტროდიკი (30), ნალდო (52), ლუის გუსტავო (57), არნოლდი (73)

მსაჯი: გრაფე

ბურთის ფლობა: 64-36; კარში დარტყმა: 21(14)-6(4); კუთხური: 11-1; თამაშგარე: 4-0; სეივი: 3-13; ჯარიმა: 19-19


კომენტარები (13)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:59 | 19.11.2014
chelidze (5010)

chikovansky
კავალერმა თუ აკრიფა მტრისას ))

20:13 | 18.11.2014
Akaki Parjikia (49)

ზაზას პასსზე არავინ ამახვილებს ყურადღებას ))) ძალიაან მაგარიიაა დუბლი ზ )))

15:24 | 18.11.2014
chikovansky (445)

chelidze
ჩვეულებრივად)))))))))) შEთამაშება გვინდა კლივლენდს უნდა ჩავა ხტეთ; ))))

08:57 | 19.11.2014
chelidze (5010)

მახსოვს რო დაწერე კომენტარი მოხტუნავე რაღაც სპარსელი მასტი გაიხსენე დღესაც რო ვიხსენებ მეცინება D

23:45 | 17.11.2014
chikovansky (445)

ისე მაინტერესებდა ყოველთვის კობის ფანები , მისი წასვლის შემდეგ ელეის მიმართ როგორ იქნებიან განწყობილნი; )))) 90 პროცენტი კობის ფანია და არათვით გუნდის; )))
მის პირად სტატისტიკაზე რო ამახვილებთ ყურადღებას და ადიდებთ; )) პროცენტსაც არ იმჩნევთ და 40 პაპიტკას; ))))
კობის წინააღმდეგი არაფერი არ მაქ პროსტა , კობისთAN Eრთად ელეის მომავალი არ აქ; )))

13:20 | 18.11.2014
chelidze (5010)

ჩიკო ლებრონის მაიამიდან წამოსვლა როგორ გადაიტანე?

13:31 | 18.11.2014
zidani (7702)

ჩარტყმაც ამას ქვია

23:05 | 17.11.2014
galaqtiko (3488)

19 მოიცავს 9 აცილებულ სამიანსაც. ისედაც ბევრია და ნუღა დავუმატებთ

22:56 | 17.11.2014
ქართველი ! (113)

კობის დიდი პატივისცემის მიუხედავად 19 ორქულიანის და 9 სამქულიანის გაფუჭება ცოტა ზედმეტია. ნუ ზოგადად მე კობის დიდი ქომაგი ვარ, შესაბამისად თამაშსაც ვუყურე, მაგრამ აშკარად ეტყობა, რომ ჯერ გუნდის ხელშეწყობას ვერ გრძნობს და ასევე ფორმაშიც ვერაა. წელს ელეის პლეიოფი ზღაპრად მეჩვენება თუმცა წარმატებებს ვუსურვებ. ოკს რაც შეეხება ნუ ლიდერების გარეშე აუტსაიდერია, გოლდენ სტეიტზე რა ვთქვა მგონია რო წელს კლივლენდთან ერთად მაგრად გაიწევა!

22:55 | 17.11.2014
ქართველი ! (113)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

21:30 | 17.11.2014
jokua (3910)

დენვერის მომენტებზე მოვკვდი სიცილით

17:53 | 14.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

18:19 | 19.11.2014
chelidze (5010)

მეც

19:45 | 17.11.2014
In vino veritas (2107)

აუ ეს რა კარგი ჭირი შეტენეს ლეიკერსს ლინის სახით არადა რომელიღაცა ლეიკერსის ფანს უხაროდა კარგი გამთამაშებელი დავითრიეთო

21:37 | 17.11.2014
Z U R A (18341)

ბუზერიც მაგარი დაითრიეს

18:19 | 19.11.2014
chelidze (5010)

თე სლი ბლანჟე აქ ხოლმე

18:29 | 17.11.2014
chikovansky (445)

ბოშმა რა იკადრა ტო ; /0))))))))))))
ელეი სანამ კობი იქნება ვერაფერს ვერ იზამს

23:07 | 17.11.2014
galaqtiko (3488)

კობის ბრალია წაგებები?

16:31 | 17.11.2014
michael_jordan (3195)

38 კუში დასვეს 250 ბურთზე მეტი უხხ რა სუ ვდებდი და აქამდე არ დამჯდარა და ეხლა დაჯდა ფული რო არ მქონდა კაპიკი ჩათლახები

21:37 | 17.11.2014
Z U R A (18341)

სად დებ ხოლმე? ევროპას არ აქვს ეს კოეფიციენტი

01:16 | 18.11.2014
michael_jordan (3195)

სპეც კუშები არის ევროპაზე ყველა თამაშზე კარგათ დააკვირდი

01:15 | 18.11.2014
michael_jordan (3195)

ევროპას აქვს კი ნბას ყველა თამაშზე

17:24 | 17.11.2014
BEERTRANCE (97819)

რო გქონოდა არ დაჯდებოდა DDDDDDDDD

17:44 | 17.11.2014
michael_jordan (3195)

ე იასნა

16:23 | 17.11.2014
kobe bryant24 (4850)

ვააა საწყალი ლეიკერს რა ხალხის ხელშია ჩავარდნილი

17:24 | 17.11.2014
BEERTRANCE (97819)

კობი მეცოდება მაგათ ხელში

17:23 | 17.11.2014
chelidze (5010)

ნეში და იანგი რო ყავდეს მწყობრში კდიევ რაღაცას მაინც იზავდნენ

15:43 | 17.11.2014
joa (1081)

ჰიუსტონმა და ოკს-მა რა თამაში ითამაშეს? ეგეთი დაბალი ანგარიშია არ მინახია კაი ხანია , არც მახსოვს ბოლოს როდის იყო ან იყო თუ არა ვაფშე ოკს ლიდერების გარეშე ღრმა აუტსაიდერია, ჯექსონი და იბაკა არაუშავს კიდე დანარჩენი გადასაყრელები არიან, დაჟე ზამენისთვისაც არ ვარგა ეგ ხალხი.
ვორიორს კარგი სანახაობრივი კამანდა ყავს წელსაც, მაგრამ ბოლომდე რო მივიდნენ კლასი არ ყოვნით და მემგონი წელსაც არ ეყოფათ.
ნუ კობიზე უკომენტაროდ , გნიოსია

17:54 | 14.04.2016
NGoLo KaNte (36472)

+

17:20 | 17.11.2014
chelidze (5010)

მართალი ხარ გნიოსია

0.063174