ჭადრაკი

23:26 | 14.12.2014 | ნანახია 835 - ჯერ

პირველი გამარჯვება გიორში

უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა პირველი გამარჯვება იზეიმა.

ქართველმა მოჭადრაკეებმა დანიას 3:1 სძლიეს. პარტიები ნოე თუთისანმა (2301) და ნიკა ღვამბერიამ (2122) მოიგეს, გიორგი სიბაშვილმა (2387) და ნინო ხომერიკმა კი (2141) ფრედ ითამაშეს.

2 ტურის თავზე ქულათა მაქსიმუმი 11 გუნდს გააჩნია, საქართველოს 16-წლამდე ნაკრები კი 3 ქულით მე-14 ადგილზეა.

მე-3 ტურში ქართველები ხორვატიას ეთამაშებიან.


Комментарии (0)

Пожалуйста войдите чтобы оставить комментарий Авторизация Или же Регистрация

0.117634
835