“გრონინგენთან” გასვლით მატჩში “ვიტესის” სასტარტო შემადგენლობას დაუბრუნდა გურამ კაშია. მწვრთნელმა ბოშმა ქართველი მცველი შეუცვლელად ათამაშა. კაშიას მსგავსად მთელი სათამაშო დრო დაეთმო ვალერი ყაზაიშვილსაც.
42-ე წუთზე ანგარიში სტუმარმა ფეხბურთელებმა გახსნეს. ყაზაიშვილის პასის შემდეგ ტრაორემ გაუტანა მეტოქეს. მეორე ტაიმში “გრონინგენმა” გამათანაბრებელი გოლი გაიტანა და შეხვედრაც ამ ანგარიშით, ფრედ 1:1 დასრულდა.
საბერძნეთის ჩემპიონატში “პანიონისთან” გასვლით მატჩში მარცხი იწვნია გიორგი ლორიასა და გიორგი მერებაშვილის “ოფიმ.” ქართველმა მეკარემ შეხვედრა სრულად ჩაატარა, ხოლო გიორგი მერებაშვილმა მოედანი 92-ე წუთზე დატოვა. სტუმრებმა კოლოვოსისა და ჯანუს გოლებით მოიგეს (2:0).
სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში “პლატინუმ სტარსი” შინ “ბიდვესტ ვიტსის” ეთამაშა. შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულა, ხოლო ქართველი მოთამაშე გიორგი ნერგაძე განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა მოედანზე გასვლა არ მოუწია.
კვიპროსის ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო”ანორთოსისმა.” “ომონიასთან” საშინაო შეხვედრაში ეკონომიდესის გოლით მე-17 წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ლაიფისისა და მაკრისის გოლებით გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. “ანორთოსისის” სასტარტო თერთმეტეულში გიორგი აბურჯანიამ ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ოფიციალურათ გლადბახიდან დათხოვნილ ანდრე შუბერტს ვოლსბურგელი დიტერ ჰეკინგი შეცვლის