კალათბურთი

18:40 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

კლივლენდის ორი კალათბურთელი საავადმყოფოშია

“კლივლენდ კავალიერსის” ორმა მცველმა მეთიუ დელავედოვამ და დიონ უეიტერსმა მუცლის ტკივილის გამო ღამე სამედიცინო ცენტრში გაატარეს, -აღნიშნულ ინფორმაციას The Associated Press იუწყება.

უეიტერსმა “ნიუ ორლეანის” (114:119) წინააღმდეგ მხოლოდ 10 წუთი ითამაშა და მუცლის ტკივილის გამო მოედანი დატოვა, დელავედოვას კი მუცელი თამაშის დაწყებამდე ასტკივდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

0.113181