“დორტმუნდის” შემტევი ჰენრიხ მხითარიანი 2014 წელს გუნდს ვეღარ დაეხმარება. სომეხმა ფეხბურთელმა “ჰერტასთან” გუშინდელ მატჩში ტრავმა მიიღო. მხითარიანმა მოედანი 35- წუთზე დატოვა, მის ნაცვლად კი ბლაშიკოვსკი შემოვიდა.
კლუბის დირექტორატის განცხადებით, მხითარიანი 2014 წელს მინდორზე გასვლას ვერ შეძლებს. 17 დეკემბერს “დორტმუნდი” შინ “ვოლფსბურგს” ხვდება, 20 დეკემბერს კი ბრემენში თამაშობს.