ფეხბურთი

16:15 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შესაძლოა, ბალოტელიმ “მანჩესტერთან” ითამაშოს

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა “მანჩესტერ იუნაიტედთან” მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ შესაძლოა, მარიო ბალოტელის დაბრუნება “ოლდ ტრაფორდზე” მოხდეს.

“მარიოს გარკვეული პერიოდი არ უთამაშია, მიუხედავად ამისა, ის ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება, ბოლომდე იხარჯება და არაა გამორიცხული, “მანჩესტერის” წინააღმდეგ ითამაშოს.” – განაცხადა როჯერსმა

ბალოტელის ტრავმის გამო დაახლოვებით ერთი თვე გაუცდა. მან ”ლივერპულის” რიგებში ბოლოს “ჩელსის” წინააღმდეგ, 11-ე ტურში ითამაშა.

მარიოს მიმდინარე პრემიერლიგაში 9 შეხვედრა აქვს ჩატარებული, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის დაპირისპირება კი დღეს, თბილისის დროით 17:30 დაიწყება.

0.118086