მადრიდის “რეალი” გაემგზავრა მაროკოში, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატში. მადრიდელები გათამაშებაში ნახევარფინალიდან ერთვებიან, სადაც მათი მეტოქე “კრუზ აზული” იქნება. მექსიკელებმა დამატებით დროში ავსტრალიის “ვესტერნ სიდნეის” მოუგეს 3:1 და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.
“რეალის” და “კრუზ ასულის” შეხვედრა 16 დეკემბერს თბილისის დროით 23:30 საათზე “დაიწყება. მეორე ნახევარფინალური წყვილია არგენტინის “სან ლორენცო” და ზელანდიის “ოკლენდი”. თამაში 17 დეკემბერს, იმავე დროს გაიმართება.