საფრანგეთში ლიგა 1-ის მე-18 ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. ჩემპიონატის ლიდერებს არ უთამაშიათ, თუმცა იყო საინტერესო და უხვგოლიანი შეხვედრები. ტოტალიზატორის ენაზე რომ ვთქვათ ე.წ. მეტი ბურთის სიხშირით გამოირჩეოდა შაბათი დღის შეხვედრები.
წაგებულ თამაშების შემდეგ ნავსი გატეხა სომეხი სპეციალისტის დერ ზაქარიანის გუნდმა. “ნანტმა” მეტოქე გუნდის მოთამაშის, კერძოდ კი სლოვაკი მეკარის აზბე იუგის ავტოგოლით მოახერხა გამარჯვება.
ვილი სანიოლის გუნდმა სეზონის წარმატებულ სტარტს არასტაბილური შეხვედრები მოაყოლა, რამაც ჟირონდელებს სამეულში ადგილი დააკარგვინა, ისინი ამ ეტაპზე მესამე ადგილოსან “ლიონს” ხუთი ქულით ჩამორჩებიან.
“ნანტის” მსგავსად ნავსი გატეხა კიკაბიძის “ბასტიამ.” ქართველი მოთამაშე კვლავ არ იმყოფებოდა გუნდის განაცხადში. პრინტანტის გუნდმა ოთხი მოუგებელი თამაშის შემდეგ ბუდებუზისა და კაჰუზაკის გოლებით “რენი” დაამარცხა. კაჰუზაკიმ აქტივში გოლის გარდა საგოლე პასიც ჩაიწერა.
რიპოლის გუნდმა პირველ ტაიმში “მეცის” კარში სამი გოლი გაიტანა. გოლები აეუს, გერეიროსა და ჟენოს ანგარიშზეა, ხოლო ნ’გბაკოტომ მხოლოდ ორი ბურთით შეამცირა სხვაობა.
ექვსი გოლი გავიდა მონპელიეში. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა და ექვსიდან ოთხი გოლი საწყის 34 წუთში იხილა გულშემატკივარმა.
სეზონშიMმეორე გოლი გაიტანა პარაგვაელმა ლუკას ბარიოსმა, ანგარიში კი სანსონის დარტყმით გაიხსნა. ორივე შემთხვევაში საგოლე პასის ავტორად 24 წლის ფრანგი იონას მარტინი მოგვევლინა.
ანგარიშის შემცირება სტუმრებმა ვალდივიას გოლით მოახერხა, ხოლო 34-ე წუთზე გილუმიმ ანგარიში გაათანაბრა. M
მეორე ტაიმში კვლავ დაწინაურდა “მონპელიე,” თუმცა მუნიეს გოლს “ლანსმა” ტუზგარის გოლით უპასუხა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ.
“რეიმსის” გამარჯვება დიეგოს გოლებმა მნიშვნელოვნად განაპირობა, თუმცა “ამიენის” რიგებში გამორჩეული ფიგურა, დანიის ნაკრების ფეხბურთელი დანიელ ვასიც არ უნდა გამოგვრჩეს. მან “ამიენის” ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა, ჯერ გაიტანა, ხოლო შემდეგ კამბონს გაატანინა. გადამწყვეტი როლი კი დიეგოს მიერ მატჩის მიწურულს გატანილმა მეორე გოლმა შეასრულა.
ნანტი – ბორდო 2:1 (1:1)
ნანტი, “ლუი ფონტენუ”
ნანტი: რიუ, ვიზკარონდო, ჰანსენი, ჯილობოჯი, ალჰადური, სისოკო, დუქსი (გომისი 71), ბედოია, ვერეტუტი (შეჩტერი 87), ნ’კუდუ (ბესატი 63), ბამუ
მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი
ბორდო: იუგი, მარიანო, კონტენტო, სანე, პალოისი, პლასილი, მაურის-ბელაი (საივეტი 72), ჰაზრი, სერტიჩი, დიაბატე (როლანი 82), ტურე (კრიველი 72)
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
გოლები: 1:0 ვერეტუტი (23), 1:1 ჰანსენი (ავტოგოლი 28), 2:1 იუგი (ავტოგოლი)
მთავარი მსაჯი: სტეფან ლენო
გაფრთხილება: გომისი (84), საივეტი (90+1)
ბასტია – რენი 2:0 (1:0)
ფურიანი, “არმანდ სეზარი”
ბასტია: არეოლა, დიაკიტე, მარანჟე, მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, ჟილე, კაჰუზაკი, ბუდებუზი, ტალო (რომარიკი 77), კამანო (სისე 82)
მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი
რენი: კოსტილი, არმანდი, დიანე, მექსერი, მ’ბენგუ, კონრადსენი, ბრულსი, ანდრე (დუკურე 74), პრჩიჩი (დანზე 28), ტოივონენი (ჰაბიბუ 65), ნტეპი
მთავარი მწვრთნელი: მონტანიე
გოლები: 1:0 ბუდებუზი (45+1), 2:0 კაჰუზაკი (81)
მთავარი მსაჯი: ოლივერ ტუალი
გაფრთხილება: კონრადსენი (20), სკილაჩი (28), პალმიერი (56), ნტეპი (59), კაჰუზაკი (61)
გაძევება: დიანე (26)
ლორიენი – მეცი 3:1 (3:0)
ლორიენი, “ლე მუსტოირი”
ლორიენი: ლეკომტე, კონე (უოჩტერი 90+5), გასამა, ლე გოფი, ლაუტოა, გერეირო (პელე 88), მოსტეფა, მესლუბი, ბართელმე (რობერტი 80), აეუ, ჟენო
მთავარი მწვრთნელი: რიპოლი
მეცი: მეზუი, მარშალი (პალომინო 75), ჩოპლინი, ბუსმანი, მეტანირე, მალუდა, ნ’დაუ, კრივეტსი, ნ’გბაკოტო, დუკურე (ფალკონი 79), ანდრადა (სიდო 79)
მთავარი მწვრთნელი: კარტიე
გოლები: 1:0 აეუ (13), 2:0 გერეირო (37), 3:0 ჟენო (45+1), 3:1 ნ’გბაკოტო (46)
მთავარი მსაჯი: მიქაელ ლესაჟე
გაფრთხილება: მალუდა (42), კონე (58)
მონპელიე – ლანსი 3:3 (2:2)
მონპელიე, “ალტრად სტედიუმი”
მონპელიე: პიონიე, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, საიჰი (ბაკარი 54), მარვუა, დაბო, მარტინი (კამარა 37), სანსონი, ბარიოსი (ლასნე 66 ), მუნიე
მთავარი მწვრთნელი: კურბისი
ლანსი: რიუ, სილა (გბამინი 48), ბა, კავარე, ბაალი, ლე მოინე, ვალდივია, ნომენიანაჰარი, ბურიგუდი (ტუზგარი 70), გილუმე (სიპროენო 83), კულიბალი
მთავარი მწვრთნელი: კომბუარე
გოლები: 1:0 სანსონი (1), 2:0 ბარიოსი (16), 2:1 ვალდივია (17), 2:2 გილუმი (34), 3:2 მუნიე (63), 3:3 ტუზგარი (80)
მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი
გაფრხილება: სილა (32), საიჰი (50), ბურიგუდი (56), მუნიე (64)
რეიმსი – ევიანი 3:2 (1:0)
რეიმსი, “დელუნ მეორე”
რეიმსი: პლასიდე, სინორინო, ბურილონი (დე პრევილე 72), ტაკალფრედი, მანდი, კონტე, ონიანგუ, ნ’გოგი (ფორტესი 59), დიეგო, შარბონიე, მუკანჯო (ვებერი 88 )
მთავარი მწვრთნელი: ვასური
ევიანი: ჰანსენი, მონგონგუ, ვასი, აბდალაჰი, საბალი, სორლინი, ბარბოსა, კამბონი, ტეიედა (ნილსენი 85), სუგუ (ანგულა 82), ნ’სიკულუ (ბრუნო 85)
მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი
გოლები: 1:0 დიეგო (14), 1:1 ვასი (57), 1:2 კამბონი (69), 2:2 მანდი (78), 3:2 დიეგო (80)
მთავარი მსაჯი: ბენოი მილო
გაფრთხილება: ონიანგუ (6), აბდალაჰი (29), შარბონიე (30), ტეიედა (44), სუგუ (46), სინორინო (68)
გაძევება: კამბონი (78)