ფეხბურთი

12:52 | 14.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯერარდს ამერიკაში ეპატიჟებიან

"ლივერპულის" კაპიტანი სტივენ ჯერარდი შესაძლოა ამერიკის შეერთებული შტატების კლუბ "ნიუ იორკ რედ ბულსში" აღმოჩნდეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს ამერიკელებმა გადასვლა უკვე შესთავაზეს.

34 წლის ნახევარმცველს მერსისაიდელებთან" კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება. გავრცელებული ინფორმაციით, ჯერარდმა და კლუბმა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, თუმცა, ეს ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ამერიკული კლუბის სპორტული დირექტორი გახლავთ ჟერარ ულიე, რომელიც 1998 წლიდან 2004 წლამდე "ლივერპულს" წვრთნიდა და ჯერარდს კარგად იცნობს. თუ ინგლისელი ამერიკაში სათამაშოდ გადავა, მეტწილად ულიეს დამსახურება იქნება.

0.116895