ფეხბურთი

12:32 | 14.12.2014 | ნანახია 858 - ჯერ

"არსენალი" ჰიოვედესში 15 მილიონს იხდის

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, გერმანიის ნაკრების და გელზერკირხენის "შალკეს" მცველმა ბენედიქტ ჰიოვედესმა შესაძლოა კარიერა ლონდონის "არსენალში" გააგრძელოს.

"მეთოფეები" მზად არიან, გერმანელებს მსოფლიო ჩემპიონის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაუხადონ. ლონდონური კლუბის წარმომადგენლები 6 დეკემბერს "შალკეს" და "შტუტგარტის" დაპირისპირებასაც დაესწრნენ და ფეხბურთელს აკვირდებოდნენ.

მიმდინარე სეზონში 26 წლის გერმანელმა მცველმა ბუნდესლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 15 მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:10 | 14.12.2014
drogba_<3 inter (23926)

Araris dzviri girs gadaxda Kargı mcvelia Mara manchesters eyida im roxos ra jandaba unda manchestershi

14:38 | 14.12.2014
xavi1987 (4225)

ეს მაგრა მევასება!!!

12:50 | 14.12.2014
chamilo (33560)

ტეხავს ჰიოვედესიც რომ დატოვებს ბუნდესლიგას,მანიუსაც უნდა და 15 ლიმონად მაგარი შენაძენია,ამასთან კარგი მოქნილი ცენტრალური მცველი უნდა შეუწყვილო და კარგ დუეტს მიიღებ

0.134519