მიუხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ შაბათს, “აუგსბურგთან” მოგების შემდეგ (4:0) არიენ რობენი შეაქო და განაცხადა, რომ ჰოლანდიელი თავისი საქმის პროფესიონალია.
“რობენი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამას ყოველ თამაშში ამტკიცებს. ის არის კარგი ადამიანი, დიდი ფეხბურთელი და თავისი საქმის პროფესიონალი”. – განაცხადა გვარდიოლამ
არიენ რობენმა გუშინ “აუგსბურგის” კარში ორი გოლის გატანა მოახერხა, ჯამში კი მიმდინარე ბუნდესლიგაში 11 ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი ბურთი დაუგროვდა.