ლონდონის “არსენალის” უელსელი ნახევარმცველი აარონ რემზი დაშავებულია. ის გუნდს ერთი თვის განმავლობაში ვერ დაეხმარება.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, უელსელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე, “გალათასარაის” წინააღმდეგ მატჩში მიიღო, როცა “მეთოფეებმა” მეტოქე 4:1 დაამარცხეს.
აარონ რემზიმ მიმდინარე პრემიერლიგაში 14 ჩატარებულ შეხვედრაში 3 გოლის გატანა მოახერხა.