ჯერ კიდევ “ლესტერთან” მატჩის დაწყებამდე, “მანჩესტერ სიტიმ” ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო დაკარგა.
კლუბის ოფიციალურ “თვითერზე” დაიწერა, რომ 28 წლის ფეხბურთელმა ზედ თამაშის წინ, გახურებისას დაზიანება მიიღო და ამის გამო სასტარტო შემადგენლობაში მის ნაცვლად ხოსე ანხელ პოსო გამოჩნდა. დაზიანების სიმძიმე და მკურნალობის ვადები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში ჯეკომ 2 გოლი გაიტანა და ერთი შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ “სიტიმ” აქამდე პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი სერხიო აგუეროც დაკარგა, რომელიც მოედანს მხოლოდ 2015 წელს, იანვრის მიწურულს დაუბრუნდება.