ფეხბურთი

22:15 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

დი მარია "ლივერპულთან" ვერ ითამაშებს

ბრიტანული DailyMail-ის ინფორმაციით, არგენტინის ეროვნული ნაკრების და "მანჩესტერ იუნაიტედის" შემტევი ანხელ დი მარია კვლავ კლუბის ლაზარეთშია და 14 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "ლივერპულის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-16 ტურის მატჩს გამოტოვებს.

არგენტინელმა მუხლქვედა მყესების ტრავმა "ჰალის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-13 ტურის მატჩში მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. მიუხედავად დი მარიას არყოფნისა, "წითელმა ეშმაკებმა" "სტოკის" და "საუთჰემპტონის" დამარცხება შეძლეს და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე 28 ქულით იმყოფებიან.

ლუის ვან გაალი იმედოვნებს, რომ დი მარია, კრის სმოლინგი, დალეი ბლინდი და ლუკ შოუს ტრავმებს უახლოეს პერიოდში მოიშუშებენ და გუნდი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

არგენტინელმა შემტევმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 3 გატანილ გოლთან ერთად 6 შედეგიანი გადაცემაც დაუგროვდა.

0.114803