ფეხბურთი

20:57 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინის ლამპარდის შენარჩუნება სურს

"მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ მანუელ პელეგრინის გუნდის ნახევარმცველის ფრენკ ლამპარდის შენარჩუნება სურს. 36 წლის ვეტერანი ფეხბურთელი ამერიკული "ნიუ იორკ სიტიდან" "ქალაქელთა" რიგებში იანვრამდეა განათხოვრებული.

"დეკემბრის დასრულებამდე გადაწყვეტილებას მივიღებთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ფრენკი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ვიმედოვნებ, ყოველგვარი პრობლემების გარეშე ლამპარდი ჩვენთან დარჩება. ეს მხოლოდ ჩემი პოზიციაა, მაგრამ ინგლისელის საქმეში მისი მფლობელი კლუბიცაა ჩართული. სხვადასხვა სახის მოლაპარაკებას ვაწარმოებთ, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ ჩვენზე არაა დამოკიდებული." - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა.

36 წლის ლამპარდი "სიტის" რომ მოერგო, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მიმდინარე სეზონში ინგლისელმა, ასაკის მიუხედავად, ყველა ტურნირზე 14 მატჩი ჩაატარა და 6 გოლთან ერთად 4 საგოლე გადაცემაც შეასრულა. ბოლო გოლი ინგლისელმა "ლესტერის" კარში პრემიერლიგის მე-16 ტურის მოგებულ (1:0) მატჩში მე-40 წუთზე გაიტანა და როგორც შემდგომში აღმოჩნდა "სიტის" აქტივს მორიგი სამი ქულა შემატა.

აქვე შეგიძლიათ ლამპარდის "ლესტერის" კარში გატანილი გამარჯვების გოლის ხილვა

https://www.youtube.com/watch?v=5NkxKZTvyIQ

0.13113