“სან ანტონიო სპურსის” ცენტრმა ტიმ დანკანმა “ლეიკერსთან” წაგებულ მატჩში (110:112) 19 ქულა შესძინა გუნდს. ტიმმა ქულებში ლეგენდარულ ჯერი ვესტს გადაასწრო და NBA-ს საუკეთესო მექულეთა შორის მე-18 ადგილს იკავებს.
დანკანს ამ დროისთვის NBA-ში 25 197 ქულა აქვს ჩაგდებული, ხოლო ჯერი ვესტს- 25 192 ქულა.
ტიმისთვის, ალბათ, პრობლემას არ უდნა წარმოადგენდეს რეჯი მილერის (25 279 ქულა) გასწრება.