დღეს, “ხეტაფესთან” გასამართ შეხვედრაში “ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი ტრავმის გამო დააკლდება. “ბარსას” 11-მა ნომერმა დაზიანება ოთხშაბათს “პარი სენ ჟერმენთან” შეხვედრაში მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ნეიმარის ტრავმა.
მიმდინარე სეზონში პრიმერადივიზიონში სამხრეთ ამერიკელმა თავდამსხმელმა 13 შეხვედრაში 11 გოლის გატანა შეძლო.