კალათბურთი

14:59 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ლეიკერსმა” ჩემპიონს მოუგო, კობის ჯორდანამდე 8 ქულა აკლია

“ვაშინგტონმა” შინ “კლიპერსი” 104:96 დაამარცხა. ლოს ანჯელესურ კლუბს ამ მატჩამდე ზედიზედ 9 თამაში ჰქონდა მოგებული. მატჩის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა, დედაქალაქელებმა 57:42 მოიგეს. “ვაშინგტონს” 16 მოგება და 6 წაგება დაუგროვდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზე იმყოფება, “კლიპერსი” დასავლეთში მეხუთზე ადგილზეა.

“ნიუ იორკ ნიქსმა”, ზედიზედ 10 წაგების შემდეგ, “ბოსტონ გარდენში” ადგილობრივი კლუბს 101:95 მოუგო. მუხლის ტრავმის შემდეგ “ნიქსს” კარმელო ენტონი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 22 ქულა შესძინა. “ბოსტონი” აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილს იკავებს, ამავე კონფერენციაში “ნიუ იორკი” მეცამეტეზეა.

“მემფისმა” მძიმე ბრძოლაში მაიკლ ჯორდანის “შარლოტ ჰორნეტსს” 113:107 მოუგო. მატჩის დასრულებამდე 10 წამით ადრე “მემფისი” 92:90 იგებდა. ბოლო წამებზე ჯერალდ ჰენდერსუნმა 2-ქულიანი ჩააგდო და მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა. მატჩის დასრულებამდე “შარლოტი” 102:99 იგებდა, მაგრამ ვეტერანმა ვინს კარტერმა 3-ქულიანი გაისროლა და მატჩში მეორე ოვერტაიმი დაინიშნა, სადაც “დათვებმა” 11:5 იმარჯვეს.

“ოკლაჰომა” დურანტის დაბრუნების შემდეგ განაგრძობს მოგებათა სერიას. დურანტმა, ვესტბრუკმა და მისმა თანაგუნდელებმა პირველივე პერიოდში გადაწყვიტეს მატჩის ბედი,- 39:21. მატჩის საუკეთესო მექულე რასელ ვესტბრუკი გახდა 34 ქულით. კევინს 16 ქულა ჰქონდა. “ოკლაჰომა” დასავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსებს ინარჩუნებს, ხოლო “მინესოტა” ამავე კონფერენციაში ბოლო მე-15 ადგილს იკავებს 5 მოგებით და 17 წაგებით და რთული სავარაუდოა მისი პლეი-ოფში მოხვდა.

“კლივლენდ კავალიერსი” გასვლით მატჩში “ნიო ორლეან პელიკანსთან” 114:119 დამარცხდა. მატჩის სტარტზევე ენტონი დევისმა თავი შეუძლოდ იგრძნო და “ნიუ ორლეანი” თავის ლიდერის გარეშე დარჩა. “ნიუ ორლეანს” ტაირიკ ევანსმა და ანდერსონმა ულიდერეს, შესაბამისად 31 და 30 ქულით. “კლივლენდს” მუხლის მცირე ტრავმის შემდეგ ლებრონ ჯეიმსი დაუბრუნდა, აღნიშნულ მატჩში ლებრონმა მეტოქეს 41 ქულა ჩაუგდო. “მეფემ” 2-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, 23-დან 15 2-ორქულიანი მოათავსა კალათში და 8-დან 5 საჯარიმო სროლა გამოიყენა.

“სან ანტონიომ” შინ “ლეიკერსთან” მარცხი იწვნია - 110:112. მატჩის დასრულებამდე 12 წამით ადრე “ლეიკერსი” მოულოდნელად 101:100 იგებდა. არგენტინელი მანუ ჯინობილის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა, მანუმ 2 საჯარიმო სროლის უფლება მოიპოვა. არგენტინელმა პირველი ვერ ჩააგდო, მეორე სროლა კი გამოიყენა და ანგარიში საყაიმო 101:101 გახადა, მატჩი ოვერტაიმში გადავიდა. ჩემპიონები 110:109 იგებდნენ, მაგრამ მატჩის დასრუელებამდე 6-წამით ადრე ნიკ იანგმა სასწაული 3-ქულიანი ჩააგდო და “ლეიკერსი” წინ გაიყვანა, მატჩის ბოლო წამზე კი მანუ ჯინობილიმ 3-ქულიანი ისროლა, ბურთმა მიზანს ვერ მიაღწია და “ლეიკერსმა” მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩი მოიგო. კობი ბრაიანტმა გუნდს 22 ქულა შესძინა. “შავ მამბას” NBA-ში 32 284 ქულა დაუგროვდა, ჯორდანამდე სულ რაღაც 8 ქულა აკლია, მაიკლს 32 292 ქულა აქვს ჩაგდებული.

“ჩიკაგო ბულზი” – “პორტლენდ ბლეიზერსი” 115:106 (24:28, 35:23, 23:27, 33:28)

“ჩიკაგო”:როუზი (31 ქ. 5 პ.), ბრუქსი (17 ქ.), მიროტიჩი (15 ქქ. 9 მ.), გასოლი (13 ქ. 10 მ.), გიბსონი (12 ქ. 10 მ.), ბატლერი (11 ქ. 8 მ.), დანლივი (8 ქ.), ჰაინრიხი (8 ქ.),

“პორტლენდი”: ოლდრიჯი (35 ქ. 9 მ.), ლილარდი (35 ქ. 6 პ. 5 მ.), მეთიუსი (10 ქ.), ბატუმი (7 ქ.), ბლაიკი (9 ქ.), ფრილენდი (4 ქ.), ლოპესი (4 ქ.), კამანი (2 ქ.),

https://www.youtube.com/watch?v=XLzVbRtPbTo

“ვაშინგტონ ვიზარდსი” – “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 104:96 (30:21, 27:21, 23:25, 24:29)

“ვაშინგტონი”: ბილი (29 ქ.), გორტატი (18 ქ.), პირსი (11 ქ.), ჰამპრიზი (11 ქ. 8 მ.), ვოლი (10 ქ. 11 პ.), სერაფინი (4 ქ.), პორტერი (2 ქ.), მილერი (2 ქ.)

“კლიპერსი”: პოლი (19 ქ. 7 მ. 6 პ.), გრიფინი (14 ქ.), ბარნსი (11 ქ. 6 მ.), ჯორდანი (11 ქ. 8 მ.), რედიკი (10 ქ.), კროუფორდი (12 ქ.), თურქოღლუ (6 ქ.), დევისი (5 ქ.), ფარმარი (2 ქ.),

https://www.youtube.com/watch?v=K0FuWvUd6D0

“ატლანტა ჰოუქსი” – “ორლანდო მეჯიქი” 87:81 (29:26, 11:14, 24:24, 23:17)

“ატლანტა”: მილსაპი (23 ქ. 8 მ.), ჰორფორდი (17 ქ. 7 მ.), ტიგი (13 ქ.), ქეროლი (112 ქ.), კორვერი (6 ქ.), ბაზერმორი (8 ქ.), სეფალოშა (2 ქ.), ბრანდი (1 ქ.)

“ორლანდო”: ოლადიპო (21 ქ.), ფურნიე (18 ქ. 6 მ.), ო’ქუინი (14 ქ. 10 მ.), ჰარისი (13 ქ. 11 მ.), ფრაი (8 ქ.), გოროდნი (5 ქ.), ფეიტონი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=tDElQ4gYYgA

“ბოსტონ სელტიკსი” – “ნიუ იორკ ნიქსი” 95:101 (19:26, 27:25, 23:24, 26:26)

“ბოსტონი”: გრინი (28 ქ. 6 მ.), ზელერი (19 ქ. 6 მ.), ტორნტონი (13 ქ.), ტარნერი (13 ქ.), ოლინიკი (11 ქ.), ბასი ( 5 ქ.), რონდო (2 ქ. 10 პ. 7 მ.), უოლასი (2 ქ.)

“ნიუ იორკი”: ენტონი (22 ქ.), სტაუდმაიერი (20 ქ. 7 მ.), ჰარდევეი (16 ქ.), სმიტი (12 ქ.), კალდერონი (9 ქ. 7 პ.), პრიჯიონი (6 ქ.), დალამბერტი (6 ქ.), შამპერტი (5 ქ.), ლარკინი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=NKYrX-F2D-U

“ბრუკლინ ნეტსი” – “ფილადელფია” 88:70 (22:18, 22:27, 19:15, 25:10)

“ბრუკლინი”: პლამლი (18 ქ. 10 მ.), ჯონსონი (12 ქ.), ანდერსონი (12 ქ.), კარასევი (11 ქ.), ბოგდანოვიჩი (9 ქ.), გარნეტი (7 ქ. 12 მ.), დევისი (4 ქ.), ჯეკი (4 ქ.), უილიამსი (3 ქ. 10 პ.), მორისი (2 ქ.)

“ფილადელფია”: კოვინგტონი (20 ქ. 6 მ.), კარტერ-უილიამსი (14 ქ. 9 პ.), სიმსი (14 ქ.), ვროტები (12 ქ.), მბა ა მუტე (8 ქ.), ტომპსონი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=hXWxS7FZ6xI

“ტორონტო რეპტორსი” – “ინდიანა პეისერსი” 106:94 (28:20, 25:22, 27:30, 26:22)

“ტორონტო”: უილიამსი (26 ქ.), ჯონსონი (13 ქ.), ვალანჩუნასი (10 ქ. 14 მ.), ვასკესი (10 ქ.), პატერსონი (11 ქ.), ლოური (9 ქ. 7 პ.), როსი (8 ქ. 7 მ.), ჯონსონი (7 ქ.), ჰენდსბრო (4 ქ.)

“ინდიანა”: ჰილი (16 ქ.), უოსტსონი (13 ქ.), სტაქეი (13 ქ.), ვესთი (12 ქ. 7 მ.), სლოანი (8 ქ.), სკოლა (8 ქ.), ალენი (6 ქ.), კოუპლენდი (5 ქ.), ჰიბერტი (6 ქ.), მაილსი (5 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=bT6IZYwndY0

“მემფის გრიზლი” – “შარლოტ ჰორნეტსი” 113:107 (26:21, 21:24, 22:27, 23:20. ო.ტ 10:10, ო.ტ. 11:5)

“მემფისი”: რენდოლფი (20 ქ. 11 მ.), გასოლი (19 ქ.), კონლი (19 ქ. 6 მ. 6 პ.), ლი (13 ქ.), უდრიხი (9 ქ.), კარტერი (8 ქ.), პოინდექსტერი (7 ქ.) კოფუსი (4 ქ. 7 მ.), ლეური (3 ქ.), პრინსი (2 ქ.)

“შარლოტი”: უოლკერი (28 ქ. 7 პ.), ნილი (25 ქ.), ჯეფერსონი (16 ქ. 9 მ.), ჰენდერსონი (10 ქ.), სტივენსონი (8 ქ. 7 მ.), კიდ-გილჩისტერი (8 ქ.), უილიამსი (5 ქ.), ზელერი (6 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=nlbMxx8pfHk

“მინესოტა ტიმბერვულვზი” – “ოკლაჰომა სითი თანდერი” 92:111 (21:39, 28:31, 28:23, 15:18)

“მინესოტა”: ვიგინსი (18 ქ.), მუჰამადი (18 ქ.), იანგი (16 ქ.), დიენგი (11 ქ. 9 მ.), ლავაინი (11 ქ.), ბენეტი (8 ქ.), ბრიუვერი (6 ქ. 8 პ.), ადრიენი (4 ქ.)

“ოკლაჰომა”:ვესტბრუკი 34 ქ. 6 მ. 6 პ.), დურანტი (16 ქ. 5 პ.), ადამსი (16 ქ. 11 მ.), მოროუ (14 ქ.), ჯექსონი (6 ქ.), რობერსონი (5 ქ. 8 მ.), ლემბი (2 ქ.), კოლისონი (1 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=rPoC31oT9qM

“ნიუ ორლეან პელიკანსი” – “კლივლენდ კავალიერსი” 119:114 (33:33, 31:26, 25:17, 30:38)

“ნიუ ორლეანი”: ევანსი (31 ქ. 10 პ.), ანდერსონი (30 ქ.)ჰოლიდეი (16 ქ. 8 პ.), რივერსი (11 ქ.), აშიკი (9 ქ. 14 მ.), დავისი (8 ქ.), ბაბიტი (6 ქ.)

“კლივლენდი”: ჯეიმსი (41 ქ. 5 მ.), ლავი (21 ქ. 7 მ.), ირვინგი (17 ქ. 7 პ.), ვარეჟაო (11 ქ. 7 მ.), ჰარისი (6 ქ.), ჯონსი (6 ქ.), ვეიტერსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=LbGY1qKlRlA

“ფინიქს სანსი” – “დეტროიტ პისტონსი” 103:105 (28:28, 24:27, 24:20, 27:30)

“ფინიქსი”: დრაგიჩი (18 ქ. 5 მ. 5 პ.), მარკიეფ მორისი (17 ქ. 8 მ.), ბლედსოუ (16 ქ.), ტაკერი (16 ქ. 9 მ.), პლამლი (10 ქ.), ტომასი(10 ქ.), მარკუს მორის (10 ქ.), გრინი (3 ქ.), ტოლივერი (3 ქ.)

“დეტროიტი”: დრამონდი (23 ქ. 14 მ.), კალდველ-პოპე (14 ქ. 5 მ.), მონრო (12 ქ. 8 მ.), სმიტი (12 ქ. 11მ.), აუგუსტინი (11 ქ.), ჯენინგსი (8 ქ.), სინგლერი (5 ქ.), იერებკო (4 ქ.), ბატლერი (4 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=nT_C_r_l0xo

“იუტა ჯაზი” -“მაიამი ჰიტი” 95:100 (24:29, 23:33, 27:16, 22:21)

“იუტა”:კანტერი (25 ქ. 8 მ.), ჰეივორდი (18 ქ. 8 მ.), ბარკსი (16 ქ.),გობერტი (9 ქ. 11 მ.), ბარკი (7 ქ.), ჰუდი (5 ქ.), ბუკერი (4 ქ.), ფეივორსი (4 ქ.), ევანსი (2 ქ.)

“მაიამი”:უეიდი (29 ქ. 7 პ.), ბოში (22 ქ.), 9 მ.), დენგი (14 ქ. 6 მ.), ჰამილტონი (9 ქ.), კოული (9 ქ.), გრეინჯერი (6 ქ.), ჰასლემი (5 ქ.), ჩელმერსი (4 ქ.), უილიამსი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=TsvAh2iKWuE

“სან ანტონიო სპურსი” – “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” 110:112 (25:25, 25:29, 25:32, 26:15 ო.ტ. 9:11)

“სან ანტონიო”: დანკანი (19 ქ. 18 მ.), გრინი (19 ქ.), ჯინობილი (18 ქ.), ჯოზეფი (16 ქ. 5 პ.), ბელინელი (9 ქ.), სპლიტერი (6 ქ.), დიაო (5 ქ.), პარკერი (5 ქ.), ბონერი (5 ქ.), ბაინსი (2 ქ)

“ლეიკერსი”: იანგი (29 ქ.), ბრაიანტი (22 ქ. 9 პ. 5 მ.), ჰილი (14 ქ. 10 მ.), ლინი (14 ქ. 8 პ.), ბუზერი (14 ქ. 13 მ.), საკრე (4 ქ.), დევისი (2 ქ.)

https://www.youtube.com/watch?v=zlYnKeBUKls

თეგებინბა
0.124733