ფეხბურთი

13:45 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიაში მიღებული კანონით ფიფას პრეზიდენტის ანგარიშსაც შეამოწმებენ

შვეიცარიაში, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, ფიფა, უეფა და კიდევ სხვა სპორტული ორგანიზაციებია, ფულის “გათეთრებასთან” დაკავშირებული კანონი გაამკაცრეს.

ახლა ტერმინი “პოლიტიკურად მნიშვნელოვანი პირი” სპორტულ ჩინოვნიკებსაც და სამთავრობო ორგანიზაციების წევრებსაც მოიცავს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი იუწყება. შვეიცარიის პარლამენტის მიერ მიღებული ამ კანონის თანახმად, შესაძლებელი იქნება ისეთი დონის ჩინოვნიკის ანგარიშის შემოწმებაც, როგორიც ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერია.

“ეს უდავოდ პროგრესია. თუ აღმოჩნდება, რომ ბატონ ბლატერს მილიონები აქვს, მას მოუწევს განმარტოს თუ რა გზით შეძლო მათი შოვნა” – განაცხადა ფიფას ყოფილმა მრჩეველმა მარკ პიტმა.

0.13437