“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა როი ჰიბერტმა მუხლის ტრავმა მიიღო, - ამ ინფორმაციას Sportando ავრცელებს. ჰიბერტი “ვაშინგტონ ვიზარდსთან” (90:97) მატჩის დროს დაშავდა. როგორც წყარო იუწყება, კალათბურთელი პარკეტზე გასვლას რამდენიმე კვირა ვერ შეძლებს.
“ინდიანას” ჰიბერტის გარდა კიდევ 4 კალთბურთელი აკლია: დევიდ ვესტი (კოჭის ტრავმა), ჯორჯ ჰილი (მუხლის ტრავმა), ჯეი უოტსონი (ფეხის ტრავმა), პოლ ჯორჯი (ფეხი აქვს მოტეხილი).
ჰიბერტმა 7 მატჩი ჩაატარა და მისი საშუალო მონაგარი ერთ მატჩში 12.6 ქულა და 8.3 მოხსნა გახლდათ.
“ინდიანას” მიმდინარე სეზონში 1 მოგება და 6 წაგება აქვს, გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში 14 ადგილზე იმყოფება.:
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
pol jorji da hili indianas ki ara nba aklia sanaxaoba iyo pol jorji kaci mfrinavi dzalisn did siamovnebas anichebda mayurebels chemi azrit
nu me manichebda da 