ფეხბურთი

13:03 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ვან გინკელი ისევ დაშავდა

“მილანის” ჰოლანდიელმა მცველმა მარკო ვან გინკელმა, რომლის სატრანსფერო უფლებები ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, მორიგი ტრავმა მიიღო.

ჯერ კიდევ ხუთშაბათს ვან გინკელმა განაცხადა, რომ საუცხოო ფორმაშია და “მილანთან” ერთად წარმატების მისაღწევად მზადაა, მაგრამ პარასკევს “როსონერის” ოფიციალურმა “ტვიტერმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰოლანდიელმა კოჭი დაიზიანა.

მან ანალოგიური ტრავმა სექტემბერში მიიღო და გამოსაჯანმრთელებლად 2 თვე დასჭირდა. ჯერჯერობით უცნობია ამჯერად მოედანზე დასაბრუნებლად რამდენი დრო დასჭირდება. მიმდინარე სეზონში ვან გინკელმა “მილანში” მხოლოდ 2 შეხვედრა ითამაშა.

0.118577