მადრიდის “რეალმა” მიმდინარე წელს ლა ლიგაში თავისი უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა და კვლავ დიდი ანგარიშით იმარჯვა.
მადრიდული გრანდი მოროკოში მიემგზავრება, სადაც 16 დეკემბერს მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ესპანეთის ჩემპიონატის მე-15 ტურში “ბლანკოსი” “ხუეგოს მედიტერანეოსზე” ჩავიდა და ზედიზედ მე-12 გამარჯვება მოიპოვა. პირველი მომენტი “ალმერიამ” შექმნა, დუბარბიერის დარტყმულს მარსელო გადაეღობა და კასილასის კარი ხიფათისგან იხსნა. ძალიან კარგი ეპიზოდი ჰქონდა ტონი კროოსს, რომელმაც შორი მანძილიდან ხარიხას გაარტყა. სამაგიეროდ, უნაკლო იყო ისკო ალარკონი, რომელმაც 34-ე წუთზე შესანიშნავად გააჩერა ბურთი, ერთი მცველი ჩამოიშორა და ოსტატურად ჩასვა შორეულს კუთხეში. აქედან 5 წუთში ულამაზესი გოლი გაიტანა ვერზამ, თუმცა მასპინძელთა სიხარული ნაადრევი აღმოჩნდადა 42-ე წუთზე გარეტ ბეილმა თავური დარტყმით დააწინაურა “რეალი”.
მეორე ნახევარი ორივე კლუბმა აქტიურად დაიწყო და რამდენიმე ეპიზოდი შექმნა. სტუმართაგან გარეტ ბეილი აქტიურობდა, თუმცა უელსელი ძალიან ბევრს სცოდავდა დამაგვირგვინებელ ფაზაში და რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი გაატანა ქარს. პენალტს ითხოვდა კრიშტიანო რონალდუ, თუმცა 61-ე წუთზე საეჭვო 11-მეტრიანი კასილასის კარში დაინიშნა, რომელიც ესპანელმა მეკარემ უკუაგდო და ვერზას დუბლის შესრულების შანსი მოუსპო. გამოუყენებელმა პენალტმა “ალმერია” გატეხა და ანდალუსიელებს ბევრი აღარაფერი გამოსდიოდათ. შეხვედრის ბოლოს კი, კრიშტიანო რონალდუს ჯერი დადგა – 81-ე და 88-ე წუთებზე პორტუგალიელმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 1:4. “რეალი” 39 ქულით პირველ ადგილზეა და მესამე ტურის შემდეგ ქულები არ დაუკარგავს.
ალმერია – რეალი 1:4 (1:2)
ალმერია, “ხუეგოს მედიტერანეოსი”
ალმერია (4-2-3-1): რუბენი, ხ.ნავარო, ტრახილიო, ველეზი (კორონა 82), მიჩელი, ვერზა, ტეიე, დუბარბიერი (ზონგო 59), სორიანო (ველინგტონი 67), მენდეში, ჰემედი.
მწვრთნელი: მიგელ რივერა
რეალი (4-3-3): კასილასი, პეპე, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, ილარამენდი, ისკო, ბეილი, რონალდუ, ბენზემა (კოენტრაო 85).
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 ისკო (34), 1:1 ვერზა (39), 1:2 ბეილი (42), 1:3;1:4 რონალდუ (81;88).
გაფრთხილებები: ვერზა, დუბარბიერი, სორიანო, ველეზი – ბეილი, მარსელო, ილარამენდი, რონალდუ
მსაჯი: ალვარეს იზკუერდო
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 16(3)–15(8), ჯარიმა: 14:8, კუთხური: 2:8, თამაშგარე: 0:7, სეივი: 4:2
62-ე წუთზე ვერზამ პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)
ბომბარდირები: კრიშტიანო რონალდუ (“რეალი”) – 25. ლეო მესი (“ბარსელონა”) - 13. ნეიმარი (“ბარსელონა”) – 11. კარლოს ბაკა (“სევილია”) -10. ქარიმ ბენზემა ("რეალი") - 8. ხოაკინ ლარივეი ("სელტა") – 7.