ჭადრაკი

2:00 | 13.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჯოჯუა და ყუფარაძე დაწინაურდნენ

დუეტამდე დავიდა ლიდერთა რიცხვი საქართველოს თასის გათამაშებაზე ჭადრაკში. 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით დავით ჯოჯუა (2583) და გიგა ყუფარაძე (2465) გალიდერდნენ. ნახევარი ქულით ნაკლები დააგროვა ლუკა პაიჭაძემ (2561).

გასულ ტურში ჯოჯუამ შავი ფიგურებით ნინო ხურციძეს (2451) სძლია, ყუფარაძემ შავებითვე ზურაბ ჯავახაძეს (2411) აჯობაა, პაიჭაძე კი თეთრებით თამაზ მგელაძეს (2354) გაუმკლავდა.

მე-5 ტურში ცენტრალური ჯოჯუას და ყუფარაძის პარტია იქნება, შოთა აზალაძეს (2499) მეტოქე კი ლუკა პაიჭაძე (2561) იქნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის გათამაშება 9 ტურად მიმდინარეობს, ტურნირის საპრიზო ფონდი კი 12 ათასი ლარია, საიდანაც ვაჟებში საუკეთესო 2500 ლარს მიიღებს, ხოლო ქალებში ჩემპიონი – 1 250-ს.

0.115859