კალათბურთი

22:59 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის “უნიკსმა” ევროლიგის მეორე ეტაპზე გასვლა ოფიციალურად გაინაღდა

ვიქტორ სანიკიძის “უნიკსმა“ ევროლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოსწინა ტურში ვილნიუსის “ჟალგირისი“ 73:60 დაამარცხა და თავად ხომ გაინაღდა ჯგუფიდან გასვლა, ლევან ფაცაციას გუნდსაც ხელი წააშველა.

ლიტვური გუნდი, რომელსაც 4 მოგება და 5 მარცხი აქვს, ჯგუფიდან გასვლისთვის იბრძვის და მთავარ კონკურენტად ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი“ ჰყავს. ყველაფერს დარჩენილი მატჩები გადაწყვეტს.

სანიკიძის გუნდმა “ჟალგირისს“ იოლად მოუგო. სამწუხაროა, რომ ქართველმა ლეგიონერმა მხოლოდ 3:10 წუთი ითამაშა, რა დროშიც მან 2 ჯარიმა მიიღო, სხვა სტატისტიკური მონაცემი კი არ ჰქონია.

ყაზანელებს ამერიკელმა ლეგიონერებმა, კეიტ ლენდფორდმა და დორ ფიშერმა 16-16 ქულით ულიდერეს. 11 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 3 ჩაჭრა ჰქონდა ბერძენ კოსტას კაიმატოღლუს.

5 მოგებითა და 4 მარცხით “უნიკსი“ A ჯგუფის მე-3 საფეხურზეა. ჯგუფური ეტაპის 4 საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გადის და სწორედ ამ უკანასკნელი საგზურისთვის იბრძვიან ფაცაციას „ნიჟნი ნოვგოროდი“ და კაუნასის „ჟალგირისი“.

პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს ყაზანელები 19 დეკემბერს სწორედ ფაცაციას გუნდთან, ნიჟნი ნოვგოროდში ჩაატარებენ.

0.11713