ფეხბურთი

21:38 | 12.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა უკმაყოფილოა

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გერმანულ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისი გუნდის თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილი არაა.

“ჩემპიონთა ლიგაზე უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ, მაგრამ ბუნდესლიგაში უნდა მოვუმატოთ. მაგალითად ბერლინში კარგად არ გვითამაშია. ზამთრის შესვენება სწორედ თამაშის ხარისხის მოსამატებლად უნდა გამოვიყენოთ”, - განაცხადა კატალონიელმა სპეციალისტმა.

13 დეკემბერს “ბაიერნი” “აუგსბურგს” ეწვევა და შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში ზამთრის ჩემპიონობას პირველი წრის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდებს.

0.112019