მაროკოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ბადუ ეზაკიმ გამოთქვა თავისი აზრი “ოქროს ბურთის” ტიტულთან დაკავშირებით. ეზეკის თქმით, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ იმსახურებს აღნიშნულ ტიტულს.
“ხმა კრიშტიანუ რონალდუს მივეცი იმიტომ, რომ მან დაიმსახურა ამ ტიტულის მოგება. რონალდუმ წელს “კოპა დელ რეი” და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. გარდა ამისა, პორტუგალიელმა ბევრი ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრა. ის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, კრიშტიანუ არის საუკეთესო გოლის ავტორი პრიმერადივიზიონში. ნუთუ ეს ყველაფერი არაა საკმარისი? როგორც ყოფილ მეკარეს, მჯერა, რომ მანუელ ნოიერი არ იმსახურებს “ოქროს ბურთის” მოგებას. გერმანიის ნაკრებმა მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ეს თასი მოიგო გუნდმა და არა კონკრეტულად ერთმა ფეხბურთელმა. არსებობს ბევრი მეკარე, რომლებმაც ნოიერზე უკეთ ითამაშეს, მაგრამ ფიფამ ისინი არ დაასახელა. გასახსენებელია ის ფაქტი, რომ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ნოიერს გაუტანა. მანუელმა მოიგო ბუნდესლიგა და მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ რონალდუმ ძალიან მნიშვნელოვანი ტურნიტის ჩემპიონთა ლიგის თასი აღმართა და ბევრი ინდივიდუალური პრიზი დაისაკუთრა” – განაცხადა მაროკოს მთავარმა მწვრთნელმა, ბადუ ეზაკიმ.