იტალიური "პარმას" ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, კლუბის აქციათა უმეტესი ნაწილი გაიყიდება და პარმელების ახალი მეპატრონეები რუსეთიდან და კვიპროსიდან იქნებიან. ახალი მფლობელების წარდგენა 16 დეკემბერს იგეგმება.
პრესკონფერენციაზე ბიზნესმენები კლუბის ახალი გეგმის შესახებ ისაუბრებენ. აგრეთვე "პარმას" შანსი ექნება ვალებიდან ამოვიდეს და იტალიის ჩემპიონატში ადგილი შეინარჩუნოს.
პარმელები დიდი ხანია ფინანსურ კრიზისში არიან. კლუბი ვალებს ვერა და ვერ იხდის, რაც მათ შედეგზეც აისახება. 14 ტურის შემდეგ იტალიის სერია A-ში "პარმას" მხოლოდ ორი მოგება აქვს. ამავდროულად იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ პარმელებს ერთი ქულა დააკლო და ხუთი ქულით რობერტო დონადონის გუნდი ბოლო ადგილზე იმყოფება.