როგორც Bay Area News Group-ის კორესპონდენტი იუწყება, “გოლდენ სტეიტი” მოლაპარაკებებს აწარმოებს რეი ალენის წარმომადგენელთან, 39 წლის სნაიპერის ოკლენდელთა რიგებში გადასაბირებლად. ამ დროისთვის რეი ალენი თავისუფალი აგენტია, მაგრამ ამერიკელს ჯერჯერობით არ გადაუწყვეტია დაასრულებს თუ არა კარიერას.
ალენით ასევე დაინტერესებულები არიან “კლივლენდი და “ვაშინგტონი”. 39 წლის ვეტერანს NBA-ს ისტორიაში ყველაზე მეტი 3-ქულაინი აქვს ჩაგდებული (2973).