ლონდონური "ქუინზ პარკ რეინჯერსის" მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა SKy Sports-თან საუბრისას განაცხადა, რომ კლუბი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ორი ფეხბურთელის დამატებას აპირებს. თუ ვინ არიან ეს მოთამაშეები, ჯერჯერობით უცნობია.
ჰარი რედნაპს შემადგენლობის გაძლიერება და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა სურს. ინგლისელ სპეციალისტს გამოცდილი ცენტრალური თავდამსხმელის დამატება უნდა.
ინგლისური მედიის ინფორმაციით, რედნაპი რობი კინს და ჯერმეინ დეფოს უმიზნებს. ეს ფეხბურთელები ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლეს ლიგაში ასპარეზობენ და აქვთ თუ არა ინგლისური კლუბში გადასვლის სურვილი უცნობია.