ფეხბურთი

13:06 | 12.12.2014 | ნანახია 0 - ჯერ

ჩავიმ ბრიტანეთის საუკეთესო ნაკრები დაასახელა

კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა დიდი ბრიტანეთის ყველა დროის საუკეთესო 11 ფეხბურთელი დაასახელა. ნაკრებში მოხვდა "საუთჰემპტონის" მეკარე ფრასერ ფორსტერი. ინგლისელი მეკარე ჩავის "სელტიკში" თამაშის პერიოდში დაუპირისპირდა და ესპანელი საოცარი სეივებით გაუოცებია.

საუკეთესო გუნდში მოხვდა სტივენ ჯერარდი და უეინ რუნი. ჩავის განმართებით მათ შეეძლოთ "ბარსელონაში" თამაში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩავი ლონდონის "ჩელსის" სათამაშო სტილს აკრიტიკებდა, საუკეთესო ნაკრებში ჯონ ტერი მაინც შეიყვანა. ესპანელი ფეხბურთელის საუკეთესო გუნდი კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ფრასერ ფორსტერი

მცველები: რიო ფერდინანდი, სოლ კემპბელი, ჯონ ტერი.

ნახევარმცველები: რაიან გიგზი, ფრენკ ლამპარდი, პოლ სქოულზი, სტივენ ჯერარდი, პოლ გასკოინი.

თავდამსხმელები: ტეო უილკოტი, უეინ რუნი.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:37 | 20.11.2013
intereli1 (2480)

კოვაჩიჩმა დაგლიჯა წუხელ

17:34 | 20.11.2013
ukleba (17336)

მაგარი გუნდი და სულ ვბალეშიკობ თუ საქართველოს არ ეთამაშება. აი რა არი სწორი მიდგომა და საერთოდაც 98 წელს სასწაული მოახდინეს და ქვეყანაში სადაც გაგანია ომი იყო მესამე აიღეს. მაგარი ხალხი და მაგარი გუნდი

17:10 | 20.11.2013
curcuma (86)

ამათ გუნდს უნდა დაარქვან პატრიოტები მაგარი ხალხია თავს აკლავენ ნაკრებს,პიანიჩი თუ ცოცხალი იყო და კიდე თამაშობდა არ მეგონა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063114