ვაჟთა შორის საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე მორიგი გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
პირველ ნომრად განთესილმა ბასილაშვილმა მეოთხედფინალში მე-7 რეიტინგის მქონე ფრანგი გილიომ რუფინი 6:3, 6:2 დაამარცხა, ფინალში გასასვლელად კი რუს ვიქტორ ბალუდას ეთამაშება, რომელსაც მე-8 განთესვა გააჩნია.
მე-2 ნახევარფინალში მე-2 ნომრად მიჩნეული ინდოელი რამკუმარ რამანატანი და ბრიტანელი რიჩარდ გაბი ითამაშებენ.