ჩოგბურთი

23:43 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები ანტალიის ტურნირს გამოეთიშნენ

ანტალიაში მიმდინარე ქალთა და ვაჟთა 10-ათასიანი ტურნირები ქართველ ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება.

მე-2 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ პირველ რაუნდში კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ – იტალიელ ფედერიკა პრატისთან 4:6, 1:6 წააგო, ხოლო მე-5 რეიტინგის მქონე სოფო ქვაცაბაია რუმინელ ანდრეა გიტესკუსთან 4:6, 1:6 დამარცხდა.

წყვილებში თამარ ჭალაგანიძე და რუსი კსენია დმიტრიევა, რომელთაც მე-4 განთესვა გააჩნდათ, რუს ლავრიკოვას და ხსენებულ პრატის ვერ გაუმკლავდნენ – 6:4, 5:7, 5:10.

ვაჟებში გიორგი ცივაძემ ლატვიელ იანის პოძუსთან 3:6, 3:6 წააგო. წყვილებში ცივაძე და რუსი ალექსანდერ იარკოვი ფრანგ ფელერთან და იაპონელ მიცუჰაშისთან 2:6, 6:7 (3:7) დამარცხდნენ.

0.117829