ჭადრაკი

22:45 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია პირველ ადგილზეა

ფილიპინებში დასასრულს მიუახლოვდა საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც საქართველოს ღირსებას ლევან ფანცულაია (2583) და მერაბ გაგუნაშვილი (2579) იცავენ.

9 ტურის თავზე 6.5 ქულით ფანცულაია და სომეხი ავეტიკ გრიგორიანი (2580) ლიდერობენ, მათ კი 0.5 ქულით 6 მოჭადრაკისგან შემდგარი ჯგუფი მიჰყვება, რომელშიც გაგუნაშვილიც იმყოფება. დამატებითი მაჩვენებლების მიხედვით, მერაბი მე-4 ადგილზეა.

მე-10 ტურში ფანცულაია შავი ფიგურებით ფილიპინელ ჯონ პოლ გომესს (2510, 6.0 ქულა) ეთამაშება, ხოლო გაგუნაშვილი თეთრებით ინდოელ ნარაიანან სუნილდუტ ლინასთან (2437, 6.0 ქულა) მოსინჯავს ძალებს.

0.146694