ფეხბურთი

22:06 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” არგენტინელებით გაძლიერება სურს

ესპანური “ვალენსია” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სერიოზულად გაძლიერებას აპირებს და სამ არგენტინელ ფეხბურთელს აკვირდება – იუწყება ესპანური პრესა.

“ღამურების” ახალი მფლობელი, პიტერ ლიმის რამდენიმე დღის წინ ლისაბონს ეწვია და “ბენფიკას” ხემძღვანელებს ორი არგენტინელი ფეხბურთელის, ენცო პერესისა და ნიკოლას გაიტანის ტრანსფერებზე ესაუბრა. ესპანური პრესის ცნობით, პერესზე შეთანხმება მიღწეულია და ის “ვალენსიას” ზამთარში 25 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება, ხოლო გაიტანის დამატება ლიმს ზაფხულისთვის სურს.

“ლოს ჩეს” მესამე სამიზნე “პარის სენ-ჟერმენის” შემტევი, ეზეკიელ ლავეცია. გუშინ “ბარსელონასთან” წაგებულ შეხვერას ფრანცისკო რუფეტე და რობერტო ფაბიან აიალა ესწრებოდნენ, რომლებიც არგენტინელის თამაშს აკვირდებოდნენ.

თეგები“ვალენსია”
0.145296