მილანის “ინტერი” ინგლისური “ვესტ ბრომვიჩის” ფორვარდით, საიდო ბერაჰინოთი დაინტერესდა – იუწყება ცნობილი ბრიტანული გამოცემა Daily Express–ი.
მილანელთა ახალი თავკაცი, რობერტო მანჩინი არსებული კადრებით უკმაყოფილოა და კლუბის სერიოზულად გაძლიერება სურს. აღნიშნული წყაროს ცნობით, მილანელები მზად არიან ბერაჰინოში 30 მილიონი ევრო გაიღონ.
“ინტერის” გარდა, 21 წლის ფორვარდით “ტოტენჰემი”, “ლივერპული” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ინტერესდებიან.