ნეაპოლის “ნაპოლი” დღეს, ევროპის ლიგის ბოლო ტურში სლოვაკურ ბრატისლავას “სლოვანს” უმასპინძლებს. ამ მატჩში “ნაპოლის” საშინაო არენა “სან პაოლოზე” კლუბის უახლოესი პერიოდის განმავლობაში ყველაზე დაბალი დასწრება დაფიქსირდება.
იტალიური მედიის ცნობით, დღის 12 საათისთვის მხოლოდ 3.380 ბილეთი იყო გაყიდული. ასეთი დაბალი დასწრება “ნაპოლის” საშინაო თამაშებზე მაშინაც კი არ დაფიქსირებულა, როდესაც გუნდი სერია B-სა და სერია C-ში ასპარეზობდა.