ფეხბურთი

17:35 | 11.12.2014 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერს” დი მარია უბრუნდება

“მანჩესტერ “იუნაიტედის” არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია გამოჯამრთელდა და გუნდთან ერთად ემზადება, კვირას “ლივერპულის” წინააღმდეგ გასამართი შეხვედრისთვის.
სავარაუდოდ არგენტინელი აღნიშნულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნულ ინფორმაციას Daily star–ი ავრცელებს. არგენტინელმა ტრავმა 29 ნოემბერს “ჰალთან” შეხვედრის დროს მიიღო და ამის გამო მოუხდა ორი შეხვედრის გამოტოვება.

დი მარიას მიმდინარე პრემიერლიგაში 11 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლის გატანა შეძლო.

0.109634